saqarTvelos mdinareebi - mulxra

ტერიტორიული ერთეულები მესტიის მუნიციპალიტეტი
სათავე სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთა
სიგრძე 27 კმ
აუზის ფართობი 435 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 22.5 მ³/წმ

 

მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 27 კმ. აუზის ფართობი 435 კმ2. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ტვიბერის მყინვარზე, ერთვის მდინარე ენგურს სოფ. კვანჭიანარის მახლობლად. საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან ოქტომბრამდე, წყალმცირობა - ოქტომბრიდან აპრილამდე, ნოემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე - ყინულნაპირისი და თოში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,5 მ3/წმ.